Wednesday, July 13, 2016

დავიწყეთ ინტელის მე-7 მოდულის ფასილიტაციის ტექნოლოგიები განვიხლეთ. განვიხილეთ პროექტის გეგმის ცეკლისტი, შემდეგ შევქმენით კითხვარი და განვათავსეთ ბლოგზე. ბოლოს ყველამ თავისი პრეზენტაცია წარვადგინეთ.
პირველი მომხსენებელი იყო სოფო ჯანგულაშვილი, რომელმაც წარმოგვიდგინა პროექტი  „რა უჭირს ძეგლს“ _ ეხებოდა შინდისის არქიტექტურული ძეგლების დაზიანებას. პროექტი იყო საინტერესოდ დაწერილი. შემდეგი ქალბატონი ლალი თანიაშვილის პროექტი თემაზე  _ გრამატიკა და უშუალოდ ასო „ვ“ -ს გამოთქმას ეხებოდა. მაია შაღაშვილის პროექტი ეხებოდა სწავლა-განათლება ძველად და ახლა. მაყვალა მღებრიშვილის პროექტი _ როგორ ვიცხოვრო ეკონოიურად, ეხებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში დანაზოგის  როლზე. ანა მეგუთნიშვილის პროექტი _რა მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ სოციალურ  ურთიერთობებს. ლია ჩაგელიშვილის პროექტი „ამინდი_ რომელმაც შეცვალა ისტორიული დრო" თემა ეხებოდა 13 ივნისის ტრაგედიას .
მედეა ნაცვალაძე _ გაუცხოება მამებსა და შვილებს შორის _ პრობლემა მამებსა და შვილებს შორის „ხევისბერი გოჩას“ მაგალითზე
დალი ერაძე _„განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“ _ გალაქტიონ ტაბიძე.
დიანა გრატიაშვილი _ „თანამედროვე თბილისის არქიტექტურა“ _ რომელშიც არწერილია რამდენად შეესაბამება ახალი არქიტექტურული ძეგლები  ძველ თბილისს.
ყველა პრეზენტაცია უაღრესად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. საერთოდ თვითონ ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი და საინტერესო იყო.

1 comment:

  1. დიდი მადლობა ქალბატონო ლია რომ ყურადღება დაუთმეთ და მოისმინეთ ჩემი პრეზენტაცია.ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრი.
    გისურვებთ წარმატებებს.პატივისცემით დიანა.

    ReplyDelete