Wednesday, July 13, 2016

დავიწყეთ ინტელის მე-7 მოდულის ფასილიტაციის ტექნოლოგიები განვიხლეთ. განვიხილეთ პროექტის გეგმის ცეკლისტი, შემდეგ შევქმენით კითხვარი და განვათავსეთ ბლოგზე. ბოლოს ყველამ თავისი პრეზენტაცია წარვადგინეთ.
პირველი მომხსენებელი იყო სოფო ჯანგულაშვილი, რომელმაც წარმოგვიდგინა პროექტი  „რა უჭირს ძეგლს“ _ ეხებოდა შინდისის არქიტექტურული ძეგლების დაზიანებას. პროექტი იყო საინტერესოდ დაწერილი. შემდეგი ქალბატონი ლალი თანიაშვილის პროექტი თემაზე  _ გრამატიკა და უშუალოდ ასო „ვ“ -ს გამოთქმას ეხებოდა. მაია შაღაშვილის პროექტი ეხებოდა სწავლა-განათლება ძველად და ახლა. მაყვალა მღებრიშვილის პროექტი _ როგორ ვიცხოვრო ეკონოიურად, ეხებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში დანაზოგის  როლზე. ანა მეგუთნიშვილის პროექტი _რა მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ სოციალურ  ურთიერთობებს. ლია ჩაგელიშვილის პროექტი „ამინდი_ რომელმაც შეცვალა ისტორიული დრო" თემა ეხებოდა 13 ივნისის ტრაგედიას .
მედეა ნაცვალაძე _ გაუცხოება მამებსა და შვილებს შორის _ პრობლემა მამებსა და შვილებს შორის „ხევისბერი გოჩას“ მაგალითზე
დალი ერაძე _„განსასვენებელ ზიარებაზე ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“ _ გალაქტიონ ტაბიძე.
დიანა გრატიაშვილი _ „თანამედროვე თბილისის არქიტექტურა“ _ რომელშიც არწერილია რამდენად შეესაბამება ახალი არქიტექტურული ძეგლები  ძველ თბილისს.
ყველა პრეზენტაცია უაღრესად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი. საერთოდ თვითონ ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი და საინტერესო იყო.

Tuesday, July 12, 2016

პროცედურების დაწერისას ყურადღებიას ვაქცევთ მიზნების საკვანძო კითხვებს, 21-ე საუკუნის უნარცვევებს, მოსწავლეთა დიფერინცირებისავის საჭირო აქტივობებს. დავალებად გვაქვს მე-7 მოდულის წაკითხვა, სადაც უნდა გავეცნოთ ფასილიტაციის დოკუმენტებს

Monday, July 11, 2016

გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგის მასალები. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.  გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიას, რათა გაგვეგო მოსწავლეებს რომელი ინტელექტი აქვთ უფრო განვითარებული. შევადგინეთ კითხვარი, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეების სხვადასხვა ინტელექტის შემოწმებაში. შემდეგ შევედით პროექტის მხარდაჭერის ჩეკლისტში, გავეცანით პროექტის პროცედურის წერას და ჩვენს ბლოგზე განვათავსეთ. რომელსაც სახლში დავამთავრებთ.

Monday, July 4, 2016

განვიხილეთ საშინაო დავალება, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ჩვენი პროექტის მიზნები უნდა ჩამოგვეწერა და მისი შესაბამისი აქტივობები დაგვეწერა დაწვრილებით , თუ როგორ მივაღწევთ ამ მიზანს , მივიღეთ რეკომენდაციები შევიტანეთ შენიშვნები, როგორც ტრენერისაგან ასევე ტრენინგის მონაწილეებისაგან.
შემდეგ გადავედით მოსწავლის როლში და შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი პრეზენტაციის ფორმით. ბოლოს გავეცანით მესამე მოდულის საავტორო უფლებების ქაოსს.გავეცანით მითითებებს მასალების ლეგიტიმური გამოყენების განმსაზღვრელ ფაქტორებს.

Friday, July 1, 2016

სტანდარტებს დავამატეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. შემდეგ გადავედით ვიუვერის მე-2 მოდულის მესამე აქტივობის შეფასების სხვადასხვა მეთოდები განვიხილეთ, როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი. ავირჩიეთ პროექტის შეფასებიდან შეფასების სტრატეგიები, 5 სტრატეგია. თითოეულიდან ამოვირჩიეთ თითო მეთოდი. გუგლი დოკუმენტში შევქმენი ცხრილი და შევინახე.
 ვისწავლეთ რეფლექსიაზე კომენტარის გაკეთება, რომ კომენტარი უნდა იყოს აღწერითიდა არა შეფასებითი. ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები, რაც ძალიან მომეწონა და შემდგომში აქტიურად გამოვიყენებ. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება სათითაო მიზანს უნდა მივუწეროთ დავალებები.